დიაბეტი

ინსულინის კაფსულამ შესაძლოა უსიამოვნო ინექციები ჩაანაცვლოს

0 კომენტარი

საუკუნის განმავლობაში, დიაბეტით დაავადებული პაციენტები, თავიანთი მდგომარეობის სამართავად ინსულინის ინექციებს იყენებდნენ.

დიაბეტი მსოფლიოში 414 მილიონ ადამიანს აქვს. დიაბეტის მქონე პაციენტების პანკრეასი ვერ წარმოქმნის საკმარისი ოდენობით ინსულინს, ან მათი ორგანიზმი ვერ იყენებს ამ ჰორმონს, ან ორივე ერთად. 

დიაბეტი იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს, რასაც თავის მხრივ შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები, თირკმლების, თვალების და გულის დაავადებების ჩათვლით. დიაბეტით დაავადებული ბევრი ადამიანისთვის დღეში რამდენიმეჯერ ინსულინის ინექცია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის ერთადერთი საშუალებაა. 

ყოველდღიური ინექციები შესაძლოა პრობლემური იყოს, რადგან არაკომფორტული და მტკივნეულია და ხშირად პაციენტები არ მისდევენ ექიმის რეკომენდაციებს, რაც მათ მდგომარეობას ართულებს. 

ბოლო 100 წლის განმავლობაში მეცნიერები და ექიმები ეძებდნენ მეთოდს, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ინსულინის ორალურად მიწოდებას. თუმცა, აწყდებოდნენ პრობლემას - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლები ხელს უშლის დიდი ზომის მოლეკულების შეწოვას.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ჰარვარდის და Brigham and Women's Hospital-ის და ფარმაკოლოგიური კომპანია Novo Nordisk-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს კაფსულა, რომელსაც ამ ბარიერის დაძლევა შეუძლია. მას შემდეგ რაც პაციენტი კაფსულას გადაყლაპავს, მას ავტომატურად შეჰყავს ინსულინი კუჭის ქსოვილის გარეთა შრეში. 

კაფსულის შექმნის შთაგონება ლეოპარდისებრი კუს უნიკალური ფორმა იყო, რომელიც ცხოველს აძლევს საშუალებას გადაბრუნდეს ნებისმიერი პოზიციიდან. მკვლევართა გუნდმა შექმნა ახალი სისტემა, რომელსაც აქვს უნარი ორიენტირდეს კუჭის ზედაპირზე და გამოჰყოს ინსულინი ქსოვილის კედლებში. 

კაფსულამ, რომელსაც S.O.M.A ეწოდება, პრეკლინიკურ კვლევებში ინსულინი ინექციის მსგავსი ეფექტურობით შეიყვანა ინსულინი.  კუს ბაქანის და S.O.M.A.-ს ზემოთა ნაწილი წაწვეტებულია, ქვემოთა ნაწილი კი განიერი. ეს აძლევს საშუალებას ხელსაწყოს შეიცვალოს ორიენტაცია მხოლოდ გრავიტაციის გამოყენებით. ბრტყელი ფუძის გამო, S.O.M.A არ გადაბრუნდება კუჭის შეკუმშვების გავლენით. კუჭის კუნთოვანი შრე კი მოქმედებს როგორც ბარიერი და შეუძლებელს ხდის  პერფორაციას. 

წამლის შეყვანის შემდეგ კაფსულა უსაფრთხოდ გაივლის საჭმლის მომნელებელ სისტემას, დროის შერჩევის მექანიზმი კი უზრუნველყოფს, რომ ინსულინი კუჭის გარეთა შრეში შეიყვანოს და არა საყლაპავში ან წვრილ ნაწლავში. ინსულინის შეწოვა კაფსულის გადაყლაპვიდან რამდენიმე წუთში იწყება და დღის განმავლობაში გრძელდება. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები