სერიული მკვლელობა

მსხვერპლი ქალების ამოსაცნობად, FBI-მ სერიული მკვლელის დახატული მათი პორტრეტები გამოაქვეყნა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ქვეყნის ისტორიაში შესაძლო ყველაზე ფართომასშტაბიანი სერიული მკვლელობის საქმეს იძიებს. ამის შესახებ BBC წერს. 

საქმე ეხება 78 წლის სამუელ ლითლს, რომელმაც აღიარა, რომ 30 წლის განმავლობაში 90 ადამიანი მოკლა. მან მკვლელობები 1970-2005 წლებში ჩაიდინა. 

აღსანიშნავია, რომ FBI მისი მსხვერპლი ქალების ამოსაცნობად მკვლელის მიერ დახატულ პორტრეტებს იყენებს. 


ფოტო: FBI

ბიუროს ცნობით, პორტრეტები მკვლელის მოგონებების მიხედვით არის დახატული. FBI-მ სამუელის 16 ნახატი იმ იმედით გამოაქვეყნა, რომ მათ ვინმე ამოიცნობს. 

კომენტარები