იაპონია

იაპონელი ქალები ვალენტინობის დღის ტრადიციას, აჩუქონ კაცებს შოკოლადები, ამბოხს უცხადებენ

BBC

იაპონელი ქალები ვალენტინტინობის დღის ტრადიციას ამბოხს უწყობენ. ტრადიცია მათ კაცებისთვის შოკოლადების ჩუქებას ავალდებულებს. 

14 თებერვალს იაპონიაში დასაქმებული ქალები თავის კაც კოლეგებს შოკოლადებს ურიგებენ. ამასთან, არსებობს კიდევ მეორენაირი შოკოლადიც, რომელსაც ქალები იმ კაცებს აძლევენ, რომლებიც მათ მოსწონთ ან კიდევ უფრო მეტი, უყვართ. 

"ვალენტინობის დღე იაპონიაში იაპონური პატრიარქატის სიმბოლო გახდა" - ამბობს ექსპერტი იაპონიის საკითხებში ჯეფ კინგსტონი. 

თუმცა, წელს იაპონელმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ტრადიციას ამბოხი გამოუცხადონ. წინასწარი მონაცემებით ტოკიოში ქალების 60% შოკოლადებს ვალენტინობის დღეს საკუთარი თავისთვის ყიდულობს და მხოლოდ 35% გეგმავს, რომ შოკოლადი თავის კაც კოლეგას მისცეს. 

იაპონიამ ვალენტინობის დღის აღნიშვნა 1958 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც იაპონიის შოკოლადის კომპანიამ Mary Chocolate-მა წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ქალებს კაცებისთვის შოკოლადები უნდა ეჩუქებინათ. 

ეს დასავლური 14 თებერვლის ტრადიციისგან განსხვავდებოდა, სადაც როგორც წესი, კაცები ჩუქნიან საყვარელ ქალებს ყვავილებს, შოკოლადებს და ისინი სადილზე მიჰყავთ. 

1980-იან წლებში შოკოლადის კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ შოკოლადების ყიდვის ბალანსი გადაეხალისებინათ, ამიტომაც, 14 მარტს უწოდეს "თეთრი დღე", როდესაც კაცებმა უნდა დაუბრუნონ ქალებს შოკოლადები მადლიერების ნიშნად. თუმცა, კინგსტონი ამბობს, რომ ქალები ხშირად იმედგაცრუებულები რჩებოდნენ, რადგან ისინი უფრო მეტ შოკოლადს გასცემდნენ, ვიდრე იღებდნენ. 

კომენტარები