თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია რეკლამაში "სამეფო კარის თამაშების" გმირის როლს ასრულებს (ვიდეო)

ბასკონიამ, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია ასპარეზობს, ესპანეთის თასის გათამაშებას სარეკლამო კლიპი მიუძღვნა. შენგელიასთან ერთად, მთავარ როლში მარსელინიო უერტასია გადაღებული.

კლიპი ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს - "სამეფო კარის თამაშებს" უკავშირდება. შენგელია საჭურველთმტვირთელთან ერთად თანაგუნდელს ხიდზე ხვდება და გადასცემს ბურთს, რომლითაც ბასკონია ესპანეთის თასზე ბადალონას დამარცხებას შეეცდება.

კომენტარები