სასამართლო სისტემა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 8 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ განაწესა. უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.

უვადოდ დაინიშნენ: 

  • ​ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12-ხმით ორის წინააღმდეგ,
  • ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით,  სრული მხარდაჭერა,
  • გია ბერაია  – ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
  • ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ,
  • ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
  • სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
  • ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,
  • მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ დანიშვნის თხოვნით 48 მოსამართლემ მიმართა. ის მოსამართლეები ამ დრომდე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნულები, თუმცა მოსამართლეობის 3 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ჰქონდათ. მათგან დღეს დანიშნულ 8 მოსამართლეს ვადა 15 თებერვალს ეწურებოდა. ამიტომ, საბჭომ მათზე დღეს იმსჯელა. დანარჩენ 40 მოსამართლეს კი უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, შესაბამისად, საბჭო მათთან გასაუბრებას და კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს

საბჭოსვე ცნობით, საქართველოში ამ ეტაპზე, დღეს დანიშნული 8 მოსამართლის ჩათვლით, უვადოდ სულ 154 მოსამართლეა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები