ვაქცინაცია

ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ქალის შვილი 18 წლის იუბილეზე ყველაფერზე აიცრა

ეთან ლინდერბერგერი

ეთან ლინდერბერგერი 18 წლამდე არაფერზე არ იყო აცრილი, რადგან დედამისს ეგონა, რომ ბავშვის ვაქცინაცია აუტიზმს ან ტვინის დაზიანებას იწვევდა.

ბიჭი გაზრდასთან ერთად ხვდებოდა და კითხულობდა, რომ ვაქცინაცია ზიანის მომტანი არ არის და ამის შესახებ დედასაც ეუბნებოდა, თუმცა მას აზრი ვერაფრით შეაცვლევინა.

სწორედ ამიტომ, ეთან ლინდერბერგერმა გადაწყვიტა, რომ 18 წლის იუბილეზე ყველა ის სავალდებულო აცრა გაეკეთებინა, რაზეც წესით აქამდე უნდა აცრილიყო.

"როდესაც დედას ვუთხარი, რომ აცრები გავიკეთე, იმედი გაუცრუვდა. შემდეგ შეეშინდა და ჩათვალა, რომ ვაქცინაციით ჩემს თავს გამოუსწორებელი ზიანი მივაყენე. თუმცა, მე ვიცოდი რომ დედაჩემი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მის გარეშე აცრების გაკეთება", - დაწერა ეთან ლინდერბერგერმა.

კომენტარები