უკანონო იარაღი

შსს: უკანონო იარაღის შეძენა-შენახვისთვის ფოთში 2 პირი დავაკავეთ, 1 წარსულში ნასამრთლევია

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 2 პირი დააკავა. დაკავებულები არიან: ნ.გ. და წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ქ.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კო-44“-ის სისტემის კარაბინი, 3 მჭიდი და 110 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

კომენტარები