ადამიანით ვაჭრობა

ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

გამოძიების ინფორმაციით, გ.ს.-მ მისი საქართველოში ყოფნის დროს 2018 წლის იანვარში, უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ-ს დაუკავშირდა და თითქოსდა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივითუზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა.

"2018 წლის 4 თებერვალს მ.ხ.-ს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გ.ს -მ იგი საცხოვრებლად ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში მოათავსა, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთისმოქალაქის პასპორტი და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებითმოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ს.-ს დაზარალებული, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარესხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში. ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებსისაკუთრებდა. გამოძიების ეტაპზე, გ.ს. გამოძიებას მიემალა. მის მიმართ 2018 წლის 3 მაისს ძებნა გამოცხადდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 17 მაისს, ბრალდებულის სახით ახალქალაქში დააკავეს.

კომენტარები