კომუნიკაციები

GNCC: მაგთიკომს 25-ლარიანი პაკეტის გაძვირება ბაზრის კვლევის დასრულებამდე შეუჩერდა

0 კომენტარი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია მაგთიკომს 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება ნაწილობრივ შეუჩერა. ეს გადაწყვეტილება დღეს კომისიის სხდომაზე მიიღეს.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მაგთიკომისა და სილქნეტის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, უწყებამ ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი მანამ, სანამ კომისია ბაზრის კვლევა დაასრულებდა.

კომისია აცხადებს, რომ მათი ეს მოწოდება მხოლოდ სილქნეტმა გაითვალისწინა, მაგთიკომმა კი არ გადახედა თავის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 25-ლარიანი პაკეტის ღირებულება 30 ლარი ხდებოდა. ამიტომ, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ტარიფების გაძვირება შეუჩერა.

"გამომდინარე იქიდან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გაძვირების პროცესი გააჩეროს, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ", - წერია განცხადებაში.

სხვა პაკეტების ფასების ცვლილება ძალაში რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები