კრიმინალი

ქუთაისში სასურსათო მაღაზიების დაყაჩაღებისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ქუთაისში სასურსათო მაღაზიების დაყაჩაღებისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ორივე მათგანმა, მოლარეს დანის მუქარით წაართვა ფული.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ ქუთაისში, 
სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა 2002 წელს დაბადებული გ.თ.-ც, რომელმაც ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი გასტაცა და მიიმალა” - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ასევე, დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის სახლიც გაქურდა, რის გამოც ბრალი წარედგინა საქართველოს 
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

კომენტარები