ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე მარტონ ფუჩოვიჩთან 2 სეტში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook/Nikoloz Basilashvili

როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში  ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან 6:7, 1:6 დამარცხდა.

საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა მატჩი მსოფლიოს 38-ე ჩოგანთან წააგო. მან მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო.

ფუჩოვიჩი მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.

კომენტარები