ჩხუბი გულშემატკივრებს შორის

ციურიხისა და ნაპოლის გულშემატკივრებმა მატჩამდე იჩხუბეს (ვიდეო)

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში, ციურიხისა და ნაპოლის მატჩის დაწყებამდე, გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იტალიელი ჟურნალისტის, კარლო ალვინოს განცხადებით, შვეიცარიული კლუბის ქომაგები ნაპოლის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტი სტადიონიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ალვინოს თქმით, ადგილობრივ სამართალდამცავებს დროული რეაგირება არ მოუხდენიათ.

ციურიხის გულშემატკივრები ხელკეტებითა და პეტარდებით იყვნენ შეიარაღებულნი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

ციურიხისა და ნაპოლის მატჩი 1:3 დასრულდა.

კომენტარები