საბავშვო ბაღები

თბილისის მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

ტაბულა

​თბილისში, მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც ტაბულას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უთხრეს, სამზარეულოში, ნიჟარიდან ამოდის ცუდი სუნი, აცეტონის მსგავსი, რაც მშობლებს შეატყობინეს და მათ ბავშვები სახლებში მიჰყავთ.

უწყებაში ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბავშვები ისეთ ოთახებში გადაიყვანეს, სადაც არც საკანალიზაციო გაყვანილობაა და არც აცეტონის სუნი.

ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია, ასევე, Georgian Water and Power-ის ბრიგადა.

სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ დღეს ბაღში სულ 274 აღსაზრდელი იმყოფებოდა და მათი ნაწილი მშობლებმა უკვე გაიყვანეს.

კომენტარები