ევროპული საქართველო

უმცირესობა მთავრობას: რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს თემა შეიტანეთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველო აშშ-ის კონგრესისა და ევროკავშირის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას სანქციების ახალი პაკეტი უნდა დაუწესდეს. საქმე ეხება გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი აგრესიის გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის 24 თანამშრომლის და გემთმშენებელი სექტორის სანქცირებას. ამასთან, საუბარია გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლის გამო სანქციების ცალკე პაკეტზე. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, თქმით, ევროპულმა საქართველომ ქერჩის სრუტეში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის 26 ნოემბერს შეიტანა. მისივე თქმით, რეზოლუცია, მომხდარის დაგმობასთან ერთად, საქართველოს მთავრობას ავალებს, გასწიოს მუშაობა, რათა რუსეთის ფედერაციაზე დასაწესებელი სანქციების მოთხოვნებში გაჩნდეს საქართველოს საკითხი. კერძოდ, ამ ეტაპზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა. ევროპული საქართველო საპარლამენტო უმრავლესობას რეზოლუციის პროექტის განხილვისკენ გაჭიანურების გარეშე, მომდევნო კვირაშივე მოუწოდებს. 

"ამავე დროს, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს დანაპირები და სიაში შეიყვანოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო სტრუქტურების ის წარმომადგენლები რომლებიც მონაწილეობდნენ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებში და ან ამ დანაშაულთა დაფარვაში მაგრამ ამ დრომდე არ არიან სიაში შეყვანილნი.

ევროპული საქართველო ასევე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიუნხენის კონფერენციაზე საკუთარ გამოსვლასა და ორმხრივ შეხვედრებზე მკაფიოდ და არაორაზროვნად მოითხოვოს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა ჩამონათვალში საქართველოს საკითხის შეტანა,"- ნათქვამია განცხადებაში. 

ევროპული საქართველოს რეზოლუცია: 

"ვინაიდან 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ მორიგი აგრესიული ნაბიჯიგადადგა უკრაინასთან მიმართებაში, დაესხა რა თავს უკრაინულ ხომალდებს, რომლებიცცდილობდნენ ქერჩის სრუტეში გადაადგილებას;

ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ დაკეტა ქერჩის სრუტე და შეზღუდა იქ გადაადგილებისთავისუფლება;

ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ ცეცხლი გახსნა უკრაინული ხომალდების მისამართით, რასაც მოყვა უკრაინის ხომალდების დაზიანება, უკრაინელი სამხედროების დაშავება და ტყვედ აყვანა;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქერჩის სრუტის უკანონო მილიტარიზაციას;

ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის ხიდის აშენება ეწინააღმდეგებოდასაერთაშორისო სამართალს და განხორციელდა უკრაინის თანხმობის გარეშე მისისუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევით;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მინსკის ხელშეკრულებებით აღებულივალდებულებების უხეშად დარღვევას;

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის განუყოფელი რეგიონის, ყირიმისუკანონო ანექსიას, უკრაინის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენებას დონბასში დალუგანსკის და დონეცკის რაიონების ნაწილის მილიტარიზაციას, იქ თავისუფალიგადაადგილების შეზღუდვას და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას

საქართველოს პარლამენტი

მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასსაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

გმობს რუსეთის ფედერაციის მორიგ აგრესიულ ქმედებებს ქერჩის სრუტეში;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში აყვანილი უკრაინელი სამხედროები;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას აღადგინოს თავისუფალი გადაადილება ქერჩისსრუტეში და მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონოანექსია და შეწყვიტოს დონბასში სამხედრო მოქმედებები;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებითაღებული ვალდებულებები;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკრაინის მთავრობასთან ერთად, გასწიოს აუცილებელი დიპლომატიური სამუშაო რათა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომავალში შემოღებული სანქციების მიზეზებსა და მოთხოვნებში მოხვდეს საქართველოს დეოკუპაციის, დევნილთა დაბრუნების და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხი;

მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას განუხრელად განაგრძოს უკრაინისმხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები