ქართული ჯარი

უგულავა: იანვარში ჩაიშალა ტენდერები და საფრთხე შეექმნა ჯარის კვებით უწყვეტ მომარაგებას

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

გიგი უგულავას თქმით, ჩაიშალა სახელმწიფო ტენდერები, რომლებითაც სამხედრო მოსამსახურეები კვებით უნდა უზრუნველეყოთ. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ 2019 წლის იანვარში ის ტენდერები ჩაიშალა, რომელიც საქართველოს შეარაღებული ძალების (თავდაცვის სამინისტრო, შსს, სდსს) სურსათით მომარაგებისთვის იყო აუცილებელი. ტენდერების საერთო ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია.

"ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტი კვებით მომარაგება დააყენა საფრთხის ქვეშ. ამ საფრთხეს ადასტურებს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის დირექტორი ალექსი ზანდარაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ "საფრთხე შეექმნა სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტ კვებით მომარაგებას, რაც თავის მხრივ, მოქმედებს ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობაზე.

ეს გამოწვევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციელებს მას შემდეგ დაუდგათ რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გააფართოვა იმ ტენდერების ნუსხა, რომელთა ჩატარებაც კონსოლიდირებულად (გაერთიანებულად) ხდება.

ამ გადაწყვეტილებას ჯამურად 123 ტენდერის ჩაშლა მოჰყვა, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მლნ-ზე მეტია. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კი 674 ხელშეკრულება დაიდო", - ამბობს უგულავა. 

მისივე თქმით, 

"ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად:

  • ფაქტობრივად გაუქმდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა - ელექტრონული შესყიდვები
  • ერთ პირთან მოლაპარაკებების გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, გაიზარდა კორუფცია
  • სახელმწიფომ დაკარგა თანხა, რადგან ელეტრონული ტენდერი იძლეოდა საშუალებას სახელმწიფოს  ყოველ
  • შესყიდვაზე 5-15% (ანუ საშუალოდ 10%) ეკონომია გაეკეთებინა
  • შეუსრულებელი დარჩა სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭირო შესყიდვები". 

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ქართულ ჯარს კვებით მომარაგების პრობლემა აქვს.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები