მოდა

50 CENT-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის გუჩის მაისურს წვავს

50 Cent-მა, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის Gucci-ს მაისურს წვავს.

"მე უნდა მოვიშორო ყველა გუჩის პროდუქცია, რაც სახლში მაქვს. აღარ ვგულშემატკივრობ ამ ბრენდს", - წერს 50 Cent.

რეპერის ვიდეოს 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

რეპერის მსგავსი რეაქცია, გუჩის მიერ გამოშვებულ შავ ჯემპრს მოყვა, რომლის გამოც მომხმარებელთა ნაწილმა იტალიურ მოდის სახლს რასიზმში და ე.წ "Blackface"-ში დასდო ბრალი.

გუჩიმ ჯემპრის გამოქვეყნებიდან მალევე ბოდიში მოიხადა და ტანსაცმელი გაყიდვიდან ამოიღო.

კომენტარები