საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს

ლევან კობიაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმო ჰუალინგში დასრულდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

კომენტარები