K2 კოეფიციენტი

უგულავა: კალაძის გადაწყვეტილება, კოეფიციენტების გადაჭარბების აკრძალავაზე, პოპულისტურია

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კახა კალაძის გადაწყვეტილებას კოეფიციენტების გადაჭარბების აკრძალავასთან დაკავშირებით პოპულისტურს უწოდებს. უგულავა ამბობს, რომ სამართლიანი იქნება მერიამ გამოაქვეყნოს თუ ვის სარგებლობდა კოეფიციენტების მატებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 

"არის მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილება, შეიძლება ბევრი მაქებარი ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია. გენგეგმა, რომელზეც ნარმანიამ დახარჯა მილიონები და კალაძე თავის საარჩევნო პროგრამაში საუბრობდა, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. ვისაც უმუშავია და იცის სპეციფიკა, ყველა დამეთანხმება, რომ გენგეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები გარკვეულ გამონაკლისს შემთხვევებში კორექტირებას საჭიროებს. თუ კომისიას არ ენდობი ჯობია ის განაახლო მოიწვიო მეტი ექსპერტი და გახადო უფრო გამჭვირვალე და არა ის, რომ კორექტირების განხორციელების შესაძლებლობა აკრძალო. კალაძე იქნება თანმიმდევრული და სამართლიანი, თუ გაასაჯაროებს, მისი მერობის პერიოდში ვისზე მოხდა k2 კოეფიციენტის გაყიდვა. მე მახსოვს, რომ ერთერთი ნებეფიციარი ამ სერვისის იყო მაგალითად პანორამა თბილისი, ამ სერვისის ხშირი ბენეფიციარი არის ასევე არქი ჯგუფი, რომელთანაც ახლო კონტაქტში ეჭვმიტანილია თბილისის მოქმედი მერი. ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს გაირკვეს ვისზე არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცემული k2-ის კოეფიციენტი და მეორე, არსებითად არასწორია ეს. ეს არის პოპულისტური გადაწყვტილება, მას შეიძლება ჰყავდეს მომხრეები, მაგრამ არ მგონია რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას, საბოლოო ჯამში არ დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს და არქიტექტორებს და უამრავ სხვა ამ სფეროში მომუშავე ადამიანს. ამ საფრთხის წინაშე ისედაც ვდგავართ, რადგან საბანკო რეგულაციებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა იპოთეკურ კრედიტებს და დეველოპერები საშინელ მდგომარეობაში არიან. ქვეყნის ხელისფულება ყველა დონეზე მერიიდან დაწყებული დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებით ებრძვის ღარიბებს და არა სიღარიბეს," - ამბობს უგულავა. 

კახა კალაძის ინფორმაციით, კოეფიციენტების გადაჭარბება, K2 კოეფიციენტის მატება აიკრძალება. მისი თქმით, პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან გრძელდება, აღიკვეთება და ეს რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომლიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება წარმოებაში მიღებული. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

კომენტარები