ესპანეთი

ესპანეთის პრემიერმინისტრმა ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს დანიშნა

პედრო სანჩესი
Politico

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მიზეზი მისი მთავრობის მიერ შემუშავებული საბიუჯეტო პროექტის პარლამენტში ჩავარდნაა.

არჩევნები 28 აპრილს ჩატარდება. ამ დროისათვის არსებული გამოკითხვების მიხედვით უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი პარტია შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ სანჩესმა პემიერმინისტრის პოსტზე მარიანო რახოი გასული წლის ივნისში ჩაანაცვლა.

მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წევრების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ პარლამენტმა ყოფილ პრემიერმინისტის უნდობლობა გამოუცხადა.

სოციალისტური პარტიის წარმომადგენელ სანჩესს პოსტი 2020 წლის არჩევნებამდე უნდა დაეკავებინა, თუმცა პარლამენტში მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა.

კომენტარები