უბედური შემთხვევა

შარტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის შახტაში ჩავარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

metro.us

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები