არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება

აჭარაში 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს

dw.com

8 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1990 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მამაკაცი ბათუმში დააკავეს და ის უკრაინის მოქალაქეა.

შემთხვევა ხელვაჩაურში 2 თებერვალს მოხდა. გამოძიება გოგოს დედის მიმართვის შემდეგ დაიწყო. ბავშვის დედა tv25-საც ესაუბრა და თქვა, რომ შემთხვევა ერთერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც თვითონ მუშაობს.

საქმეში სოციალური სააგენტო და სახალხო დამცველის აპარატია ჩართული.

გამოძიება 141-ე, გარყვნილი ქმედების, მუხლით მიმდინარეობს. ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

კომენტარები