isis

ბრიტანელი, რომელიც ISIS-ს შეუერთდა და ახლა სახლში სურს, შესაძლოა არ დააბრუნონ ან გაასამართლონ

0 კომენტარი
ფოტო: PA

ახალგაზრდა ბრიტანელ ქალს, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა და ახლა უკან დაბრუნებას ითხოვს, შესაძლოა, ამის საშუალება არ მისცენ.

"გზავნილი ცხადია - თუ საზღვარგარეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს ედექი მხარში, არ მოვერიდები, რომ თქვენი უკან დაბრუნება აღვკვეთო", - ამბობს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი.

მისივე თქმით, თუ 19 წლის ქალი სახლში დაბრუნდება, ის შესაძლოა გასამართლდეს.

შამიმ ბეგუმი "ისლამურ სახელმწიფოს" 2015 წელს შეუერთდა. მანდ ლონდონი ორ თანაკლასელთან ერთად ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დატოვა. ახლა ბეგუმი 19 წლისაა, ორსულადაა და ამბობს, რომ სახლში დაბრუნება სურს.

ბრიტანულმა გამოცემამ The Times ის ჩრდილოეთ სირიაში დევნილების ბანაკში აღმოაჩინა.

ბეგუმი ამბობს, რომ ის არ ნანობს სირიაში წასვლას, თუმცა, მისივე თქმით, "ხალიფატი დასრულდა" და "იქ ისეთი შევიწროება და კორუფციაა, რომ არც იმსახურებენ გამარჯვებას".

"უბრალოდ მინდა, სახლში დავბრუნდე და ბავშვი გავაჩინო. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, რომ სახლში დაბრუნება და ბავშვთან ერთად მშვიდად ცხოვრება შევძლო" - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამოცემას.

მისი თქმით, აქამდე ორი შვილი გააჩნია და ორივე მათგანი ჩვილობაში გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და დაავადებებისგან.

ქალი ყვება, რომ მისი 27 წლის ქმარი - ჰოლანდიელი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოსთვის" იბრძოდა, სირიის დემოკრატიულ ძალებს რამდენიმე კვირის წინ ჩაბარდა და მას შემდეგ არ უნახავს.

შამიმა ბეგუმი, თანაკლასელ კადიძა სულტანასთან და ამირა აბასესთან ერთად ლონდონიდან 2015 ლის თებერვალში გაფრინდა. როგორც თავად ყვება, სირიის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ სხვადასხვა სახლში ყავდათ დაკავებული, რადგან ეჭვობდნენ, რომ ჯაშუშები იყვნენ.

რაქაში მოხვედრის შემდეგ ის "ქალების სახლში" მოათავსეს, ათ დღეში კი ჰოლანდიელ კაცზე დაქორწინდა. ბეგუმი ამბობს, რომ რაქაში ცხოვრება "ჩვეულებრივი იყო, როგორც პროპაგანდისტულ ვიდეოებშია ნაჩვენები", თუმცა სურს, რომ მესამე ბავშვი ბრიტანეთში გააჩინოს.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები