სოციალური ქსელები

ავტოავარიისას ხევში ჩავარდნილ დედა-შვილს 15 წლის ბიჭმა Snapchat-ის მეშვეობით მიაგნო

SWNS

დედა-შვილს, რომელთაც ავტოავარიის შემდეგ ვერ პოულობდნენ, 15 წლის ბიჭმა Snapchat-ის რუკის დახმარებით მიაგნო.

ჯემა და მისი ქალიშვილი მარტა ინგლისის ერთერთი ქალაქიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მათი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხევში, მდინარესთან ახლოს, ჩავარდა. თანაც ისეთ ადგილას, რომლის გზიდან დანახვაც შეუძლებელი იყო.


ფოტო: SWNS

დედა-შვილი მანქანიდან ვერ გადმოდიოდა, მათი ყოველი მოძრაობა კი ავტომობილს არყევდა და მდინარეში ჩავარდნის საშიშროებას ზრდიდა. დაშავებულებს ვერც საგანგებო სიტუაციების სამსახური აგნებდა და ვერც ჯემას პარტნიორი მამაკაცი, მიუხედავად იმისა, რომ სატელიტური ნავიგაციის მონაცემები ჰქონდათ და ავარიაში მოყოლილებს ტელეფონით უკავშირდებოდნენ.

საბოლოოდ, ჯემას მეგობარი მამაკაცის 15 წლის შვილმა მოიფიქრა და ქალს Snapchat-ის ჩართვა სთხოვა. სასწრაფო დახმარების მანაქანამ ხევში ჩავარდნილებს სწორედ აპლიკაციის ლოკაციის ფუნქციის გამოყენებით მიაგნო. დედა-შვილი გადაარჩინეს.

კომენტარები