უსაფრთხო სექსი

სინგაპური სექსის დროს პრეზერვატივის მალულად მოხსნის კრიმინალიზებას აპირებს

0 კომენტარი

სინგაპური სექსის დროს პრეზერვატივის მალულად მოხსნის კრიმინალიზებას აპირებს.

უფრო კონკრეტულად, ეს გულისხმობს პრეზერვატივის პენეტრაციის დროს მოძრობას, როდესაც ამის შესახებ პარტნიორმა არ იცის, ან თანახმა არ არის.

სინგაპურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სექსის შესახებ თანხმობა ასეთად აღარ ჩაითვლება, თუ თანხმობის მთქმელს მოატყუეს, რომ ინტერკურსის დროს თავს იცავდნენ.

შესაბამისი კანონპროექტი სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის ნაწილია. პროექტმა პირველი მოსმენა უკვვე გაიარა.

კანონპროექტის მეორე მოსმენა მაისშია დაგეგმილი. სინგაპური პირველი ქვეყანა იქნება აზიაში, სადაც მსგავსი საქციელი კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადდება.

კანონმდებლობის გადახედვა სინგაპურმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2017 წელს შვეიცარიაში კაცს 12 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს სექსის დროს პრეზერვატივის შეუთანხმებლად მოხსნისთვის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები