რუსეთი

კორუფციასთან მებრძოლი რუსი აქტივისტი მოსკოვთან ახლოს ცემით მოკლეს

0 კომენტარი
დმიტრი გრიბოვი ფოტო: crimerussia

რუსული ანტიკორუფციული ორგანიზაციის აქტივისტი და ლიდერი, დმიტრი გრიბოვი მოსკოვთან ახლოს ცემით მოკლეს.

11 თებერვალს გრიბოვს ნიღბიანი პირები მეტალის ჯოხებით დაესხნენ თავს. იგი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

თავდასხმის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გრიბოვის კოლეგები და აქტივისტები ფაქტს მის ანტიკორუფციულ საქმიანობას უკავშირებენ.

ეს თავდასხმა გრიბოვის წინააღმდეგ პირველი ფაქტი არ ყოფილა. გრიბოვი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სასამართლოში საქმის განხილვაზე იმყოფებოდა. მას ოთხი წლის წინ მას თავს უცნობი პირები დაესხნენ და მანქანა დაუწვეს. გრიბოვი საქმეზე გამოძიების დაწყებას 2 წლის მანძილზე ითხოვდა და სასამართლო პროცესი სწორედ ამ კვირაში უნდა დაწყებულიყო.

CrimeRussia-ს მიხედვით გრიბოვზე თავდასხმის ბრალდებით 57 წლის ადგილობრივი დააკავეს, რომელიც წარსულშიც არის ნასამართლევი. მათივე ინფორმაციით მან დანაშაული აღიარა და ახლა მის თანამზრახველს ეძებენ.

ადამიანის უფლებების ასოციაციის, აგორას მიხედვით, 2015 წლიდან რუსეთში აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმებმა იმატა. 2014 წლის სექტემბრიდან 2018 წლის შუა პერიოდამდე ასეთი ტიპის 200 ფაქტია რეგისტრირებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები