ციანიდის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

presa.ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა:

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, არის ბევრად უფრო მძიმე. მას უკვე სველ წერტილში და საპირფარეშოში გადაადგილების უნარიც კი არა აქვს, ამ წუთის მდგომარეობით. უფრო მეტიც, ისეთი მდგომარეობაა, რომ 2-3 და 5 წუთზე მეტს გაჩერების უფლებასაც არ გვაძლევენ იმიტომ, რომ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ, სამედიცინო სფეროს მიმართულებას ვგულისხმობ, არიან აგრესიულები იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად არ უნდათ, ვინმემ გამოიტანოს ის რეალური ვითარება და ინფორმაცია, რომელიც დღეს ამ წუთის მდგომარეობით დეკანოზთან მიმართებაში არის. ისინი გადმოდიან, პირდაპირ გეუბნებით, პირდაპირ გადმოდიან ჩხუბზე, კამათზე და თავხედობაზე. მისი ზედამხედველი ექიმი, აგრესიულად, უზრდელურად იქცევიან." თქვა მან.

N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები