ყაჩაღობა

შსს: თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გავხსენით - დაკავებულია 4 პირი

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული - 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.",- აცხადებენ უწყებაში. 

ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის - ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს."- აცხადებენ შსს-ში

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა.

პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები