მძევლების აყვანა

აშშ-ში კაცმა სახლში მძევლები აიყვანა – დაღუპულია 4 ადამიანი

აშშ-ში, მისისიპის შტატის ქალაქ კლინტონში მამაკაცმა, ხალხი მძევლად აიყვანა. 

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ abcnews ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, კაცმა ადგილობრივი დროით 02:30 საათზე, საკუთარ სახლში მძევლები აიყვანა. რომლებიც მძევლად 12 საათის განმავლობაში იყვნენ. პოლიციელების მისვლის შემდეგ, კაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი სახლში მიიმალა.

სპეცოპერაციის დროს, პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვები გაათავისუფლა. დაიჭრა რამდენიმე სამართალდამცველი. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება

კომენტარები