ციანიდის საქმე

თორნიკე მამალაძე პატრიარქს: მიმართეთ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით

0 კომენტარი
ფოტო: rustavi2

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმა პატრიარქ ილია II-ს მოუწოდებს, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

"ის, რომ ზიარება მოხდა, კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, არ მოხდა მისი ზიარება. მე მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რადგანაც ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და მისი მღვდელია. ასეთი განმეორებით შემთხვევაში, ჩემი ძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, შეასრულოს თავის მოვალეობა მწყემსი კეთილობით", - ამბობს თორნიკე მამალაძე.

მამალაძის ოჯახი მისი გათავისფულების მოთხოვნით საპატრიარქოს წინ აქციას მართავს.

დეკანოზი 15 თებერვალს ციხიდან საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. 16 თებერვალს ის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები