საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ფოთში ხიდიდან მდინარეში გადავარდნილი მოზარდის ცხედარი 20 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

20 დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

მაშველებმა ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან ერთ კილომეტრში ნახეს.

საძიებო სამუშაოებში 30-მდე მაშველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მყვინთავები.

კომენტარები