ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: mashable

18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, ვაშლოვანის, სანაპიროს, ზანდუკელის, ბარნოვის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის დასახლების, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის და ფერმწერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის, ლილოს დასახლების, იუმაშევის, ორახელაშვილის, ქიზიყის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, კალოუბნის, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, შენგელიას და მარკ ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები