აშშ

ჰეზერ ნაუერმა გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე უარი თქვა

ჰეზერ ნაუერი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ნიკი ჰეილის შემცვლელად შერჩეულმა ჰეზერ ნაუერმა პოსტზე უარი თქვა.

ნაუერმა კანდიდატურა "ოჯახის ინტერესების" გამო მოხსნა. ანონიმური წყაროები ამერიკულ მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ რეალური მიზეზი ნაუერის ბიორგრაფიული მონაცემების შემოწმება გახდა. Bloomberg-ის მიხედვით ნაუერმა და მისმა მეუღლემ ბავშვების ძიძად მიგრანტი ქალი დაიქირავეს, რომელიც აშშ-ში ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

ჰეზერ ნაუერი Fox News-ის და ABC-ს ჟურნალისტი იყო და 2017 წლის აპრილიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერია.

ნიკი ჰეილიმ გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე თითქმის ორი წელი გაატარა და თანამდებობის დატოვების შესახებ ოქტომბერში განაცხადა. მას ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ჰეილი პოსტზე ახალი ელჩის დამტკიცებამდე დარჩება. ახალი ელჩის კანდიდატურას პრეზიდენტი აყენებს და ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები