ოსკარი

ისტორიული ფაქტები "ოსკარის" დაჯილდოებებიდან [გალერეა]

0 კომენტარი
ფოტო: vanityfair

2019 წლის ოსკარები უკვე გამოირჩევა მრავალფეროვნებით და არატრადიციული გადაწყვეტილებებით. მაგალითად "შავი პანტერა" პირველი ფილმი გახდა სუპერგმირებზე, რომელიც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მოხვდა. "რომა" კი ნეტფლიქსის პირველი ფილმია ამ კატეგორიაში. გამარჯვების შემთხვევაში ისინი ოსკარების ისტორიაში შევლენ, თუმცა ამას 25 თებევრალს გავიგებთ, მანამდე კი გთავაზობთ ოსკარების ისტორიულ ფაქტებს დაჯილდოების დაარსებიდან დღემდე:

1919 წლის 16 მაისს პირველი ფილმი, რომელმაც ოსკარი მიიღო გახდა პირველი მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილი "ფრთები" (Wings). პირველი მსახიობი მამაკაცი რომელმაც ოსკარი მიიღო ემილ ჯენინგსი გახდა ფილმ The last Command-ში შესრულებული როლისათვის, ხოლო მსახიობი ქალი ჯანეტ გეინორი ფილმისათვის 7th Heaven.

Wings ფოტო: Everett Collection

1931 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ნორმა შირერი აცხადებდა გამარჯვებულს კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი. ის ამ ნომინაციაში თავადაც იყო წარდგენილი და გამარჯვებულიც თავად აღმოჩნდა, შესაბამისად პირველი ადამიანი გახდა, ვისაც ოსკარის საკუთარი თავისათვის გადაცემა მოუხდა. ამის შემდეგ ოსკარებზე გამარჯვებულს ის აღარ აცხადებს, ვინც თავადაა ამ კატეგორიაში ნომინირებული.

ნორმა შირერი ფოტო: GETTY IMAGES

1938 წელს ფილმი "ვარსკვლავის დაბადება" გახდა პირველი ფერადი ფილმი, რომელიც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარადგინეს. თუმცა ამ კატეგორიის პირველი "ფერადი" გამარჯვებული ორი წლის შემდეგ ლეგენდარული ფილმი "ქარწაღებულნი" გახდა. 1956 წელი იყო პირველი, როდესაც კატეგორიაში წარდგენილი ყველა ფილმი უკვე ფერადი იყო.

"ქარწაღებულნი" ფოტო: Warner home vide

1940 წელს სწორედ ფილმ "ქარწაღებულნის" მსახიობი ჰეტი მაკდენიელი გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ოსკარი მოიპოვა.

ფოტო: Shutterstock

პირველი ადამიანი, ვინც ოსკარი გარდაცვალების შემდეგ მიიღო "ქარწაღებულნის" სცენარისტი სიდნი ჰოვარდი გახდა.

ფოტო: Getty Images

1942 წელს პირველი ოსკარი, რომელმაც "ოსკარი" მიიღო კომპოზიტორი ოსკარ ჰამერშტაინი გახდა. მას სულ ორი ოსკარი აქვს მიღებული ფილმების "The last time I saw Paris" და "It might as well be spring"-ისათვის შექმნილი მუსიკისათვის.

ფოტო: GETTY IMAGES

ტომ ჰენკსამდე ორი წლის განმავლობაში ზედიზედ საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ოსკარი ლუიზა რეინერმა აიღო და პირველიც გახდა, ვინც ეს შეძლო. მან ჯილდოები 1937 წელს ფილმ The Great Ziegfeld-სა და 1938 წელს ფილმ The Good Earth-ში შესრულებული როლებისათვის მიიღო. მის შემდეგ ეს 1938-39 წლებში სპენსერ ტრეისიმ, 1968-69 წლებში კეტრინ ჰეპბერნმა, 1977-78 წლებში ჯეისონ რობარდსმა და 1994-95 წლებში ტომ ჰენკსმა შეძლეს.

ფოტო: Moviepix

1935 წელს კლაუდეტ კოლბერტი გახდა პირველი, ვინც ერთ წელს საუკეთესო ფილმისათვის წარდგენილ სამ ნამუშევარში ითამაშა. ეს ფილმები კი Cleopatra, Imitation of Life და It Happened One Night-ი იყო და ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა კიდეც.

ფოტო: vanityfair

1957 წელს მსახიობი მიოში უმეკი პირველი აზიელი გახდა, ვინც საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. მან ჯილდო ფილმ "საიონარაში" განსახიერებული როლისათვის დაიმსახურა. დღემდე ის ერთადერთი აზიელი მსახიობი ქალია, ვინც ოსკარი მიიღო კატეგორიაში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთსო შემსრულებელი ქალი.

ფოტო: vanityfair

1964 წელს სიდნი პოიტიერი გახდა პირველი ფერადკანიანი მსახიობი კაცი, რომელმაც საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში აიღო ოსკარი. მან ჯილდო ფილმ Lillies of the Field-ში განსახიერებული როლისათვის დაიმსახურა.

ფოტო: Shutterstock

1971 წელს ჯორჯ სკოტი გახდა პირველი მსახიობი, ვინც ოსკარზე უარი თქვა. მან ცერემონიას "ხორცის აღლუმი" უწოდა. სკოტს არ სურდა, რომ ის ოსკარზე წარედგინათ, თუმცა ის არა მხოლოდ წარადგინეს, არამედ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვა კიდეც, თუმცა ცერემონიაზე არ გამოცხადდა და ჯილდოზე უარი თქვა.

ფოტო: vanityfair

მარლონ ბრანდო და რობერ დე ნირო კი პირველები გახდნენ დაჯილდოების ისტორიაში, ვინც ერთი და იმავე როლისათვის მიიღეს ოსკარები. ბრანდომ ლეგენდარულ ფილმ "ნათლიაში" დონ ვიტო კორლეონეს განსახიერებისათვის ოსკარი 1973 წელს მიიღო, ხოლო "ნათლიას" მეორე ნაწილში კორლეონეს ახალგაზრდობა რობეტ დე ნირომ განასახიერა და 1975 წელს ოსკარიც მიიღო.

მარლონ ბრანდო/რობერტ დე ნირო ფოტო: vanityfair

მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო ვერ მოიპოვა, 1991 წელს დისნეის ანიმაციური ფილმი "ურჩხული და ლამაზმანი" გახდა პირველი ანიმაცია, რომელიც საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარადგინეს. მას 2009 წელს პიქსარის Up და 2010 წელს "სათამაშოების ისტორია 3" მოჰყვა.

ფოტო: watl disney production

2010 წელს კეტრინ ბიგელოუ პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომელმაც ოსკარი მიიღო. მან ჯილდო ფილმ The Hurt Locker-ის გადაღებისათვის დაიმსახურა. მას შემდეგ ამ ნომინაციაში ქალს არ გაუმარჯვია.

ფოტო: vanityfair

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ოსკარი კეტრინ ჰეპბერნს აქვს მიღებული, მერილ სტრიპი ნომინაციების კუთხით უპირობო ლიდერია. ის ოსკარზე სულ 21-ჯერ წარადგინეს, აქედან ბოლოს 2018 წელს ფილმ The Post-ში შესრულებული როლისათვის. მან ოსკარი 3-ჯერ მიიღო.

ფოტო: vanityfair

2019 წლის ოსკარის ნომინატების სია კი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები