ხანძარი

მარნეულში გაზგასამართ სადგურზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მანქანას გაუჩნდა.

"არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება", - ამბობენ უწყებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები