ელ ჩაპო

"ელ ჩაპოს" ადვოკატი: გუზმანი სასაზღვრო კედლის მშენებლობის ფულს არ გადაიხდის

0 კომენტარი
ხუაკინ "ელ ჩაპო" გუზმანი / ტედ კრუზი

მექსიკელი ნარკობარონის, ხუაკინ "ელ ჩაპო" გუზმანის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ხარჯებს არ დაფარავს:

"დარწმუნებული ვარ სენატორმა კრუზმა იცის, რომ მთავრობას გუზმანის ქონებიდან ერთი პენიც კი არ მიუღია. ასე რომ, მის მიერ სასაზღვრო კედლის მშენებლობის დაფინანსების იდეა სასაცილოა. უფრო მეტი შანსია კედელის მშენებლობისთვის ფული თავად კრუზმა გადაიხადოს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ტეხასის შტატის რესპუბლიკელ სენატორს, ტედ კრუზს სურს, რომ სასაზღვრო კედლის მშენებლობა მექსიკელმა ნარკობარონმა, ხუაკინ "ელ ჩაპო" გუზმანმა დააფინანსოს.

გუზმანი ნიუ იორკის სასამართლომ გუშინ 10 მუხლით ცნო დამნაშავედ და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კრუზის გეგმის მიხედვით საზღვარზე ბარიერის მშენებლობა სწორედ გუზმანისათვის ჩამორთმეული ქონებით უნდა მოხდეს. მან ეს იდეა პირველად 2017 წელს გააჟღერა, ხოლო გუზმანის დამნაშავედ ცნობის შემდეგ საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"დღეს ხუაკინ გუზმანის გასამართლებით ამერიკის სასამართლო სისტემამ გაიმარჯვა. პროკურორები "ელ ჩაპოსგან" 14 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვენ, რაც კედლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები