ევროპული საქართველო

კანდელაკი პრემიერს: მიუნხენში რატომ არ მოითხოვეთ საქართველოს საკითხის ჩართვა სანქციებში?

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველო პრემიერმინისტრ მიმართავს კითხვით, რატომ არ გამოიყენა შესაძლებლობა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მოითხოვა საქართველოს თემატიკის ჩართვა რუსეთზე დაკისრებულ სანქციებში.

"საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა ბახტაძემ არ გამოიყენა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა და არ მოითხოვა საქართველოს თემატიკის, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, დევნილთა დაბრუნების და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხის ჩართვა დასავლეთის რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებულ და დასაკისრებელ სანქციებში. როგორც მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების კონგრესში არის შესული სანქციების ახალი, ძალიან მკაცრი პაკეტი, პერსონალური სანქციების პაკეტი და ამ შესანიშნავი შესაძლებლობის არ გამოყენება ჩვენი საკითხის აქტუალიზაციისათვის არის არა უბრალოდ შეცდომა, არამედ დანაშაული", - ამბობს კანდელაკი.

მისივე თქმით, სანქციების თემატიკაში საქართველოს მოხვედრის გარეშე საქართველოს დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია ვერ მოხდება.

"სანქციების თემატიკაში და მოთხოვნებში ჩვენი პრობლემების მოხვედრის გარეშე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და დანაშაულის დაფარვაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის საკითხის აქტუალიზაცია ვერასდროს ვერ მოხდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბატონი ბახტაძე ერთ პანელზე იჯდა უკრაინის პრეზიდენტთან პოროშენკოსთან და დიდი ალბათობით ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტთან, მანფრედ ვებერთან ერთად და მას სიტყვა სანქცია არც კი უხსენებია.

მივმართავთ პრემიერმინისტრს კითხვით - ახსნას, თუ რატომ არ გამოიყენა მან ეს შესაძლებლობა და რატომ არ მოითხოვა ჩვენი თემატიკის და კონკრეტულად ოკუპაციასთან ერთად ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის საკითხის სანქციებში შეტანა", - ამბობს დეპუტატი.

მიუნხენში უსაფრთხოების 55-ე კონფერენცია 15 თებერვალს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მას საქართველოს პრემიერმინისტრი ესწრებოდა. როგორც მამუკა ბახტაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერია, პრემიერმა პანელზე ირუსეთის აგრესიაზე და ოკუპაციის სიმწვავეზე ისაუბრეს.

"ყურადღება გამახვილდა ევროპისა და აშშ-ის როლზე აგრესიის შეჩერების პროცესში. ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით და ჩვენი ერის მტკიცე პოზიციით, დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყანა", - აღნიშნულია მამუკა ბახტაძის FACEBOOK გვერდზე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები