ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 19 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს. 

ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, როდენის, მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის "ა", I, II მიკრორაიონების (ნაწილობივ), მონასტრის, წყალსადენის, ლაზოს, წერეთლის, კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, ვეკუას, ვასაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, ილორის და ზარზმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის V მიკრორაიონის და ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის "ა", I, II მიკრორაიონების (ნაწილობივ), ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის, გრიშაშვილის, მელქაძის, მეფისაშვილის, ორთაჭალის, ბერძნის, მარტვილის, წინანაურის და თორთლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუკიის დასახლების, მარუაშვილის, წყაროს, აჭარის, სამშვილდოს, არგვეთის და ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები