ბრტყელი დედამიწა

კვლევის თანახმად YouTube-ი ხელს უწყობს ბრტყელი დედამიწის მიმდევრების ზრდას

0 კომენტარი

კვლევის თანახმად, YouTube-ი დიდ როლს თამაშობს ადამიანების დარწმუნებაში, რომ დედამიწა ბრტყელია.

ბრტყელი დედამიწის კონფერენციებზე დამსწრეების გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დეზინფორმაციის მთავარი წყარო YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოებია. გამოკითხულების თქმით, ბრტყელი დედამიწის ვიდეოები YouTube-ის ალგორითმმა "ურჩია" მას შემდეგ, რაც ისინი სხვა ვიდეოებს უყურებდნენ შეთქმულების თეორიების შესახებ. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ვიდეოების ყურება კრიტიკის მიზნით გადაწყვიტა, მაგრამ არგუმენტების მოსმენის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ დედამიწა ბრტყელია. 

კვლევის ავტორი, პროფესორი ეშლი ლანდრუმის პრეზენტაცია მეცნიერების განვითრების ასოციაციის შეხვედრაზე გაიმართა. ის მიიჩნევს, რომ მეცნიერებმა უნდა დაიწყონ თავიანთი YouTube ვიდეოების კეთება, რათა შეთქმულების თეორიის მომხრეების მტკიცებები გააბათილონ. 

"YouTube-ზე ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა, მაგრამ ასევე ბევრი დეზინფორმაცია. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი უკეთესი ინფორმაციის დადებაა." - ამბობს კვლევის ავტორი, ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ეშლი ლანდრუმი.

ბრტყელი დედამიწის მიმდევრების რაოდენობა იზრდება. აშშ-ში 18-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მხოლოდ 66%-ია დარწმუნებული, რომ დედამიწა მრგვალია. 9 % ამბობს, რომ ყოველთვის დარწმუნებული იყვნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო, თუმცა ბოლო დროა ეჭვები გაუჩნდათ, 5%-ი ამბობს, რომ სკეპტიკურები არიან იმ კონცეფციის მიმართ, რომ დედამიწა მრგვალია, 16% ამბობს, რომ არ არიან დარწმუნებულები პასუხში, ხოლო 4%-ი კი დარწმუნებულია, რომ დედამიწა ბრტყელია. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები