ოსკარი 2019

Queen და ადამ ლამბერტი ოსკარის ცერემონიალზე იმღერებენ

0 კომენტარი
ფოტო: Kevin Winter/Getty

Queen და ადამ ლამბერტი ოსკარის ცერემონიალზე იმღერებენ.

“Is this the real life? Is this just fantasy?” (ეს რეალულრი ცხოვრებაა? თუ მხოლოდ ფანტაზია?) - ამერიკის კინოაკადემიამ ეს ინფორმაცია სწორედ ამ სიტყვებით გაავრცელა Queen-ის ლეგენდარული სიმღერიდან. 

Bohemian Raphsody, რომელიც ქუინის ლეგენდარული სოლისტის, ფრედი მერკურის შესახებ გადაღებული ფილმი 2019 წლის ოსკარის დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი ნომინანტია. 

რაც შეეხება ადამ ლამბერტს, ის ჯგუფთან 2011 წლიდან თანამშრომლობს და ქუინთან ერთად ტურნეშიც იყო 2014 და 2018 წლებში. 

ოსკარის ცერემონიალი 24 თებერვალს გაიმართება. 

კვლავ უცნობია, ვინ იქნება შოუს წამყვანი - კევინ ჰარტი, რომელსაც ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება ანდეს, ტვიტერზე ჰომოფობიური პოსტების გამო ცერემონიალს აღარ წაიყვანს. 

ოსკარის 2019 წლის ნომინანტების შესახებ წაიკითხეთ აქ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თაკო ჩარკვიანი

კომენტარები