იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე შეჩერდება რაიონულ (საქალაქო) და საპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

მისი ინიციატორები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

ეს ქართული ოცნების ის დეპუტატები არიან, რომლებიც დანარჩენ უმრავლესობას უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო დაუპირისპირდნენ. 

დეპუტატები ცვლილებებზე კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში, კამათის და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მსჯელობდნენ. 

რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სია ისე წარმოადგინა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე არასამთავრობო სექტორმა მიუთითა, რომ სია პროცედურების დარღვევით იყო შემუშავებული, ასევე, მათთვის მიუღებელია  სიით წარმოდგენილი მოსამართლეები. მათი თქმით, ისინი კლანის წევრები არიან, რომლებმაც სასამართლო სისტემას მნიშნელოვანი ზიანი მიაყენეს. 

კომენტარები