შსს

შსს-მ ქობულეთში ჯგუფური ქურდობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე 1991 წელს დაბადებული მ.გ., 1992 წელს დაბადებული ფ.გ. და 1995 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მათ ეს ცხაურები ქობულეთის ს. აჭყვაში მოიპარეს. მათივე ცნობით, პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

შსს აცხადებს, რომ დაკავებულებმა გამოკითხვის დროს 12 თებერვალს ს. ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვაც აღიარეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 4-დან 7 წლამდე.   

კომენტარები