ზოოპარკი

ჩინეთში ზოოპარკი დამთვალიერებლებს გალიებში სვამს, ცხოველები კი თავისუფლად დადიან

0 კომენტარი

ჩინეთში არსებული ერთ-ერთი ზოოპარკი, დამთვალიერებლებს ზოოპარკის ტერიტორიაზე გალიებითა და სხვადასხვა ტრანსპორტით ატარებს, ამ დროს კი ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან.

"ლეჰე ლედუ"-ს ველური ბუნების ზოოპარკში, უმეტესად კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და დათვები ბინადრობენ. დამთვალიერებლების გალიაში ჩასმით და ისე გადაადგილებით, ზოოპარკი ხალხს საშუალებას აძლევს ახლოდან გაიცნონ ცხოველები.

"გვსურდა, დამთვალიერებლებს ჰქონოდათ იმის მღელვარება, რომ ლომი თავს დაესხმებოდათ ან შეუტევდათ. ცხადია, ეს რეალურ რისკებზე არ არის დაფუძნებული", - თქვა ზოოპარკის წარმომადგენელმა.

დამთვალიერებლებისთვის განკუთვნილ გალიებსა და ტრანსპორტზე გარედან ხორცის ნაჭრები კიდია, რაც მტაცებლების ინტერესს ბევრად ზრდის ზოოპარკში გადასაადგილებელი საშუალებების მიმართ.

ზოოპარკი 2015 წელს გაიხსნა და პირველი სამი თვის ბილეთები გახსნისთანავე გაიყიდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები