პარიზი

პარიზის სიყვარულის კედელი - 311 საშუალება იმისთვის, რომ თქვა "მე შენ მიყვარხარ"

0 კომენტარი

სიყვარულის საერთაშორისო ენა - ასე ეწოდება ორი მხატვრის, ფრედერიკ ბარონისა და კლერ კიტოს, პროექტს, რომლებმაც პარიზში სიყვარულის კედელი შექმნეს. ეს კედელი 612 ფილისგან არის აგებული და მასზე 311 ენაზე წერია სიტყვები "მე შენ მიყვარხარ", მათ შორის, ქართულ ენაზეც. 

ბარონს სურდა, რომ ამ კედლით შეექმნა ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, მიუხედავად იმისა, თუ საიდან არიან ისინი წარმოშობით. იმისათვის, რომ ბევრი ენა გამოეყენებინა, ბარონმა თავის მულტილინგვისტ მეზობლებსა და უცხოურ საელჩოებს სთხოვა, წიგნაკში თავის ენაზე "მე შენ მიყვარხარ" ჩაეწერათ. როდესაც ის მორჩა, მას 3 დიდი წიგნაკი ჰქონდა, სადაც 1 000-ჯერ მაინც ეწერა ეს ფრაზა სხვადასხვა ენაზე. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები