მედიცინა

სეფსისის ახალმა ტესტმა შესაძლოა ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

0 კომენტარი

სტრათკლაიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს სეფსისის დიაგნოსტირების ახალი მეთოდი, რომელმაც შესაძლოა ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს. 

ხელსაწყო ანალიზს უკეთებს პაციენტის სისხლს და პასუხს ორ წუთ ნახევარში აჩვენებს. არსებული დიაგნოსტიკური ტესტების სეფსისი დიაგნოზს 72 საათში სვამს. 

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ეს იაფიანი ტესტი ყოველდღიურ ხმარებაში 3-5 წელში დაინერგება.  გაერთიანებულ სამეფოში სეფსისისგან ყოველწლიურად 52 000 ადამიანი კვდება. სეფსისი ინფექციური დაავადებების სერიოზული გართულებაა. სეფსისი დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის ორგანოებს. 

სეფსისის დიაგნოსტირება რთულია, რადგან საწყის ეტაპზე ის ჰგავს გრიპს, გასტროენტერიტს ან გულმკერდის ინფექციას. დიაგნოზის ადრე დასმა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანტიბიოტიკების თერაპიის თითოეულ საათით დაგვიანება ზრდის სიკვდილის რისკს. 

სეფსისი დიაგნოზი ეყრდნობა სხეულის ტემპერატურას, გულისცემის სიხშირეს, სუნთქვის ისხშირეს და ხშირად სისხლს ტესტს, რომელსაც 72 საათი სჭირდება. ახალი ტესტს შეუძლია აღმოაჩინოს სეფსისის ერთერთი ბიომარკერი, ინტერლეიკინ-6.

ტესტის ერთ-ერთი შემქმნელი, დოქტორ დამიონ კორიგანი ამბობს, რომ ინტერლეიკინ-6 სეფსისი საუკეთესო მარკერია. 

"72 საათიანი ტესტის ჩატარება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ახალი ტესტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, პაციენტის საწოლის გვერდით შეიძლება იყოს და ექიმები მისი გამოყენებით სეფსისის ბიომარკერის დონის მონიტორინგს შეძლებენ."- ამბობს კორიგანი. მისი თქმით, ტესტი ასევე ეფექტური იქნება ზოგადი ქირურგიის პრაქტიკაში და მიმღებ განყოფილებებში, სეფსისი სწრაფად გამოსარიცხად. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები