აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ბერნი სანდერსის თქმით, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

დემოკრატი ბერნი სანდერსი ამბობს, რომ 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ სანდერსმა დღეს, 19 თებერვალს შტატ ვერმონტის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

ამერიკული მედია წერს, რომ სანდერსი 2020 წლის არჩევნებისთვის ერთერთი გამორჩეული კანდიდატი იქნება, რადგან ის დემოკრატი სოციალისტების ფავორიტია. ბარნი სანდერსი დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას 2016 წლის არჩევნებზეც ცდილობდა, თუმცა ის პრაიმერიზის დროს ჰილარი კლინტონთან დამარცხდა. 

"შემიძლია, სიხარულით გითხრათ (და ვფიქრობ, რომ ობიექტური დამკვირვებელიც დაადასტურებს იმას, რასაც ვამბობ), რომ ბოლო წელ-წელიწადნახევარში, დემოკრატიული პარტია უფრო პროგრესული მიმართულებით წავიდა, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც პრეზიდენტობისთვის ვიყრიდი კენჭს,"- ეს განცხადება სანდერსმა CNN-თან ინტერვიუში გასულ წელს გააკეთა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები