ხანძარი

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში, ხანძრის შედეგად მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში გაჩენილი ხანძრის შედეგად მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 70 კვ. მ. ფართი.

"მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი არ გავრცელდა მეჩეთზე," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები