ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 20 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს. 

ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ზაზიშვილის, ჩუბინაშვილის, მარუაშვილის, გოგი დოლიძის, ხათუნა დონდუას, კლდიაშვილის და ორჯონიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის და ევროპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახების IX, Xა კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, გარიყულის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის და გამყრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ახალშენის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები