ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავას ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, ზვიად კუპრავას პროკურატურამ ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა.

ინფორმაცია კუპრავამ Facebook-ზე გაავრცელა. მისი თქმით, ახალი ბრალი გაუგებარ საქმეზე აქვს წარდგენილი.

აღნიშნული ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, კუპრავას ბრალი დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინა. საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები