შსს

ქვეყნები, რომლებმაც იანვარში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია თურქეთმა (107), ისრაელმა (82) და გერმანიამ (65) მოახდინეს.

მათ მოსდევს საფრანგეთი (26 მოქალაქე), იტალია (9 მოქალაქე), ბელგია (7 მოქალაქე), შვეიცარია (7 მოქალაქე), რუსეთი (7 მოქალაქე), ავსტრია (6 მოქალაქე), საბერძნეთი (6 მოქალაქე), შვედეთი (4 მოქალაქე), ესპანეთი (3 მოქალაქე), ნიდერლანდები (3 მოქალაქე), ირლანდია (3 მოქალაქე), ნორვეგია (2 მოქალაქე) და ჩეხეთი (2 მოქალაქე).

საქართველოს ყველაზე ნაკლები (1-1) მოქალაქე გამოაძევა უნგრეთმა, უკრაინამ, პორტუგალიამ, პოლონეთმა, მალტამ, კვიპროსმა, დიდმა ბრიტანეთმა და დანიამ.

კომენტარები