ადვოკატი: ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაცვის თანამშრომლებმა პაციენტის შვილს სცემეს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ადვოკატი თამარ მჭედლიშვილის თქმით, თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, დაცვის თანამშრომლები პაციენტის შვილს, ეგვიპტის მოქალაქეს, ვაგდია ელკორაეის დაესხნენ თავს. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას საავადმყოფოში ცუდად უვლიდნენ, რის გამოც მატლები და ნაწოლები გაუჩნდა, რის შემდეგაც მან მასალების შეგროვება და ჩივილი გადაწყვიტა. 

"დღეს ვაგდია ელკორაეიმ მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა. აიღო ეს მტკიცებულებები, ბინტი და სხვა მასალები და გამოჰქონდა პალატიდან, რომ საავადმყოფოსთვის ეჩივლა. გამოედევნენ დაცვის თანამშრომლები და საავადმყოფოს ტერიტორიაზევე, ლიფტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”- განაცხადა მჭედლიშვილმა. 

შსს-ს ინფორმაციით პოლიციამ ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

კომენტარები